четверг, 20 марта 2014 г.

             როგორც იქნა დავიწყე პროექტზე მუშაობა...აქამდე განა არ მინდოდა?! პირიქით, ერთი სული მქონდა.  მაგრამ თავს ვიკავებდი.  რატომ?  ჯერ ერთი- ამ დრომდე ვერც ერთ ტრენინგზე ვერ მოვხვდი, რომ დავკვალიანებულიყავი. მეორე-თითქოს მეშინოდა, ხელი რომ მოვკიდო და ჩამიფლავდეს-მეთქი...თუმცა ვიცი, თუკი რამეს არ წამოიწყებ, ვერც გამოცდი საკუთარ თავს და ძალას ამ ,,რამეში".
       ბოლო ორ კვირაში ზედიზედ მოვხვდი ტრენინგებზე, რომლებიც საგანმანათლებლო პროექტის დაგეგმვა- განხორციელებას ეხებოდა. ერთი პროფკავშირის მიერ იყო ორგანიზებული ( 1 დღიანი), მეორე კი პედაგოგთა პროფესიული გადამზადების ეროვნული ცენტრის მიერ (2 დღე ). ორივე ძალიან პროდუქტიული აღმოჩნდა ჩემთვის. ტრენერებიც- უძლიერესი.
         პროექტის იდეები და პრობლემები თავზე საყრელად მაქვს. განსახორციელებელი ამოცანებიც- ბლომად...მაგრამ რაც ყველაზე მეტად მაწუხებს და მტანჯავს, ბავშვების საუბარში (და არა მარტო ბავშვების ) რუსული ბარბარიზმებია... უსერიოზულესი პრობლემაა არა? ურთულესიც...მაგრამ უნდა შევეჭიდო...ზოგს მე ვეცდები, ზოგს სხვა, ზოგს კიდევ სხვა და... იქნებგამოჩნდეს გვირაბის ბოლოს სინათლე.



"საროჩკა", "ნასკი", "კრაოტი", "პოლი" -
მართლაც რომ, ქართველს არა ჰყავს ტოლი.
"კუხნა", "ბალკონი", "ზალა", პადვალი"
- მითხარით ენა ამის ბადალი.
"პესოკი", "სუმკა", "ტუფლი", "იუბკა".
"რომელი გოდა ხარ" - "თხუთმეტი სუტკა"
"მოვპარე სპიჩქკა - მაქვს ეს პრივიჩკა"
"ლამპოჩკა", "ჩაინიკი", "კრაოტი", "სტოლი"
- ამბიცია ულევია, ინტელექტი ნოლი.
"შოფერი", "მატორი", "პაკრიშკა", "ლიჟები".
 - საბა და ილია - "იმენა" გიჟები.

ნიკო გომელაური