პროეტის გეგმა



პროექტის დასახელება: ,,ვისაუბროთ ქართულად“
პროექტში მონაწილეობენ :  მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეები,პროექტის ხელმძღვანელი, მოსწავლეთა მშობლები.
პროექტის აქტუალობა : ბავშვები  საუბარში ხშირად ხმარობენ სხვა ენებიდან ( ძირითა- დად  რუსულიდან) შემოსულ ბარბარიზმებსა და ჟარგონებს. ასეთივე საუბარი ესმით მოზარდებისა და უფროსებისგანაც.  ჩვენი მშობლიური ენა საკმაოდაა დაბინძურებული ბარბარიზმებით. მეტყველების დამახინჯება იწყება ადრეულ  სასკოლო პერიოდში და შემდგომ ,,თინეიჯერულ ასაკში, მაშინ როცა ყალიბდება ცნობიერება და კულტურა. ქართული ენის სიწმინდეზე ზრუნვა ყოველი ჩვენგანის პირდაპირი მოვალეობაა. ამის ერთ-ერთი  აუცილებელი წინაპირობა კი არის ის, რომ მოსწავლეები თავიდანვე შევაჩვიოთ  გამართული ქართულით საუბარს და თვითონაც შეძლონ აღნიშნულ პრობლემასთან ბრძოლა.
პროექტის მიზანი:  მოსწავლეებმა გააცნობიერონ ქართული ენის უნიკალურობა და მისი ადგილი მსოფლიოს უძველეს ენათა შორის, დააკვირდნენ მის მდიდარ ლექსიკას, ჰარმონიულობასა და ტკბილხმოვანებას. გაუმდიდრდეთ ლექსიკური მარაგი. მიიღონ ცოდნა ბარბარიზმებისა და ჟარგონების რაობაზე. გაიაზრონ საფრთხე, რომელსაც ისინი ენას უქმნიან, გაიაზრონ პასუხისმგებლობა, რომელიც თვითოეულ ჩვენგანს გვეკისრება მშობლიური ენის სიწმინდის დაცვის საქმეში. ერთად დავამკვიდროთ სკოლაში ბარბარიზმების აღმოფხვრისათვის ხელშემწყობის სტრატეგიები. აგრეთვე, ჩამოუყალიბდეთ სწორი ქართულით მეტყველების, კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და კვლევის  უნარები.  
 პროექტის ვადები :  დასაწყისი 10 მარტი. პირველი ეტაპის დასასრული 10 მაისი (სავარაუდოდ გაგრძელდელდება მომავალი სასწავლო წლიდან, რადგან ეს პრობლემა ხანგრძლივ, გეგმაზომიერ ქმედებებს მოითხოვს.)
განსახორციელებელი ამოცანები :
ამოცანის დასახელება და მოკლე აღწერა
ვადა
მოსალოდნელი
შედეგი
მოსალოდნელი
შედეგის ამსახველი მასალა
ამოცანის განსახორციელებლად
საჭირო რესურსები
პასუხისმგებელი პირი
1.
ქართული ენის   სიძველეზე ცნობიერების ამაღლება;





2.
ქართული სალიტერატურო ენის უნიკალურობის გააზრება; მის ჰარმონიულობასა და ტკბილხმოვანებაზე დაკვირვება; ლექსიკური მარაგის გამდიდრება





3. ბარბარიზმებისა და ჟარგონების რაობაზე ინფორმაციის მიწოდება; იმ გამომწვევი მიზეზებისა და წინაპირობის გაცნობა,რამაც ენის ასე ,,დაბინძურება“გამოიწვია.





 4.
 სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების საუბრების კვლევა; ქუჩის განცხადებებსა და  ბილბორდებზე დაკვირვება;





5. სკოლაში ბარბარიზმებსა და ჟარგონებთან ბრძოლის სტრატეგიების დამკვიდრება






6. სხვა საფეხურის მოსწავლეების ჩართვა პროექტში.






7.
პროექტის პირველი ეტაპის შედეგების პრეზენტაცია და სამომავლო გეგმების დასახვა






განსახორციელებელი ღონისძიებები:
ამოცანა 1.
განსახორციელებელი ღონისძიება  1.1
 მოსწავლეებმა მოიძიონ ცნობები  ქართული ენის შესახებ, კერძოდ, რა ადგილი აქვს მას მსოფლიოს უძველეს ენათა შორის. შემდეგ კლასში მოხდეს პრეზენტაცია, განხილვა. მოძიებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაკეთდეს კედლის გაზეთი.
ამოცანა 2.
განსახორციელებელი ღონისძიება  2.1. 
დავაარსებთ  ქართული ენის მოყვარულთა და ნორჩ დამცველთა კლუბს, სადაც მხატვრული ნაწარმოებების განხილვა-ანალიზი მოხდება, და რომლის მიზანიც იქნება დახვეწილი ლექსიკური მარაგის გამდიდრება, ენის სიწმინდისთვის  ზრუნვა.
განსახორციელებელი ღონისძიება  2.2.
კლუბში  მოვაწყობთ კვირეულს, რომლის ფარგლებშიც თითო დღეს მივუძღვნით 2-3 პოეტს ( მე შევთავაზებ სავარაუდო ჩამონათვალს). ბავშვებმა სურვილისამებრ  შეარჩიონ ,,დღის პოეტის“ ლექსი, ისწავლონ ზეპირად და წარმოგვიდგინონ (მხატვრული კითხვით), რათა კიდევ ერთხელ დავაკვირდეთ ქართულ სალიტერატურო ენას, გავიაზროთ მისი სილამაზე, ჰარმონიულობა და ტკბილხმოვანება.
განსახორციელებელი ღონისძიება  2.3.
კლუბში დავაწესებთ ლექსიკური ერთეულების (სინონიმების, ანტონიმების,პარონიმების და ა.შ.) დღეებს,  რომლის დროსაც შევასრულებთ სხვადასხვა სახალისო აქტივობებს  ამ ლექსიკური ერთეულების გამოყენებით (ესეც ლექსიკური მარაგის გამდიდრების მიზნით)
ამოცანა 3.
განსახორციელებელი ღონისძიება  3.1.
 მივაწვდი ინფორმაციას, თუ რა არის ბარბარიზმები და ჟარგონები,  რამ გამოიწვია (რა იყო წინა პირობა) ქართულის ასე ,,დაბინძურება“განსაკუთრებით  რუსული ენიდან დიდი რაოდენობით შემოსული ბარბარიზმებით. მერე  ვუჩვენებ ჩემ მიერ გაკეთებულ სლაიდშოუს, რათა უკეთესი წარმოდგენა შეექმნათ ამ საკითხზე.
http://www.slideshare.net/natiakurtanidze3979/ss-31776295 (სლაიდშოუს ბმული)
აგრეთვე, ვუკითხავ ნ. გომელაურის ლექსს ,,ენა, მამული“-
"საროჩკა", "ნასკი", "კრაოტი", "პოლი" -
მართლაც რომ, ქართველს არა ჰყავს ტოლი.
"კუხნა", "ბალკონი", "ზალა", პადვალი"
- მითხარით ენა ამის ბადალი.
"პესოკი", "სუმკა", "ტუფლი", "იუბკა".
"რომელი გოდა ხარ" - "თხუთმეტი სუტკა"
"მოვპარე სპიჩქკა - მაქვს ეს პრივიჩკა"
"ლამპოჩკა", "ჩაინიკი", "კრაოტი", "სტოლი"
- ამბიცია ულევია, ინტელექტი ნოლი.
"შოფერი", "მატორი", "პაკრიშკა", "ლიჟები".
 - საბა და ილია - "იმენა" გიჟები.


განხორციელების ღონისძიება  3.2

შემდეგ მოტივაციისთვის  ვიყენებ -


და ვსვამ კითხვას : ჩვენ როგორც ადამიანებმა, კერძოდ, პატარა ქართველებმა,  რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმ დიდ და რთულ საქმეში, რასაც მშობლიური ენის სიწმინდის დაცვა ჰქვია.
ამ დროს,სავარაუდოდ  გაიმართება  დისკუსია, იმის თაობაზე თუ როგორ ვებრძოლოთ ასეთ  სიტყვებს, როგორ აღმოვფხვრათ საკუთარი მეტყველებიდან ,აგრეთვე, სხვებსაც მივუთითოთ.
ამოცანა 4
განსახორციელებელი  ღონისძიება 4.1
ჩავატარებ  გამოკითხვას, ანკეტირებას- აცნობიერებენ თუ არა ჟარგონების არსებობას მეტყველებაში და რას აკეთებენ პრევენციისთვის(პრობლემის წარმოქმნის თავიდან აცილების მიზნით) ან ინტერვენციისთვის (პრობლემის გაჩენის შემდგომი ღონისძიებები). გამოვიკვლიოთ არსებობს თუ არა  საზოგადოებაში ან ოჯახში დამკვიდრებული ტრადიციები, პრაქტიკული სტრატეგიები ჟარგონების შესამცირებლად.
განსახორციელებელი ღონისძიება  4.2
ბავშვები დაიყოფიან 3 ჯგუფად, რათა ჩაატარონ კვლევა -სახვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში რა სახის ბარბარიზმები და ჟარგონებია უფრო ხშირად დამკვიდრებული. დააკვირდებიან საუბრებს, გააკეთებენ ჩანაწერებს, აიღებენ ინტერვიუებს (მივლენ ინტერვიუერთან სხვადასხვა ნივთებით,მაგ.: ასანთი,სანთებელა,ნათურა  და ა.შ. აჩვენებენ ვიზუალურად ნივთებს და სთხოვენ დაასახელონ) ერთი ჯგუფი დააკვირდება თანატოლებს, მეორე- მოზარდებს, მესამე- უფროსი თაობის წარმომადგენლებს (მშობლებს, ბებია-პაპებს, მეზობლებს და ა.შ )
განსახორციელებელი ღონისძიება 4.3
 დააკვირდებიან ქუჩის განცხადებებს, აბრებს, გადაიღებენ სურათებს.
განსახორციელებელი ღონისძიება  4.4
მასწავლებლის დახმარებით დააკვირდებიან სოციალურ ქსელებში დამკვიდრებულ მიმართვებსაც და ამოწერენ ჟაგონებსა, თუ ბარბარიზმებს.
განსახორციელებელი ღონისძიება  4.5
 შემდეგ მოხდება ამ ჩანაწერებისა და ვიდეოების ანალიზი კლასში, განხილვა, ჩამონათვალის გაკეთება და ყველა სიტყვისთვის შესაბამისი ქართული თარგმანის მისადაგება, რა დროსაც მოსწავლეები დარწმუნდებიან, რომ ქართული ენის უნკალურობიდან გამოდინარე ყველა ბარბარიზმს აქვს შესანიშნავი ქართული შესატყვისი და ბარბარიზმების საჭიროება ნამდვილად არ არსებობს.
ამოცანა 5.
განსახორციელებელი ღონისძიება 5.1.
მოსწავლეებს  წავიყვან უმაღლეს სასწავლებელში ფილოლოგთა კათედრაზე,შევახვედრებ კომპეტენტურ პირებს,  რათა დაიანახონ  ენის დაცვით და სიყვარულით ჩვეულებრივმა ადამიანებმა რას მიაღწიეს.შესაძლებელია სკოლაში მოეწყოს მასტერკლასიც,რომელზეც მოწვეული იქნება ცნობილი პიროვნება,რომელიც თავისუფალ,მეგობრულ გარემოში ესაუბრება მოსწავლეებს ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე.
განსახორციელებელი ღონისძიება 5.2.
ქართველი მწერლების გამონათქვამების (რომლებიც ქართულ ენას ეხება ) მოძიება, მათი განხილვა-გაანალიზება. ამ ფრაზების პლაკატებზე დაწერა და სკოლის დერეფანსა და საკლასო ოთახებში  გაკვრა.
განსახორციელებელი ღონისძიება 5.2.
მშობლების დახმარებით ვაკეთებთ საუბარში ხშირად ხმარებული ბარბარიზმების  ლექსიკონს ( ბევრ ეგზემპლიარად), რომლებსაც ჩვენივე დამზადებულ სააგიტაციო ფლაერებთან ერთად, ბავშვები ავრცელებენ სკოლაში, სამეზობლოში, ახლობლებში.
განსახორციელებელი ღონისძიება 5.3.
მთელი პროექტის განმავლობაში ბავშვები აკონტროლებენ საკუთარ და ერთმანეთის მეტყველებას . მოსწავლეებმა მოიფიქრეს, რომ  ლამაზი ყუთი გავაკეთოთ და დავდგათ კლასში, ვისაც წამოსცდება ,,აკრძალული“ სიტყვა, მის სახელს დავწერთ წითელ ბარათზე და ჩავაგდებთ, ხოლო ვინც მთელი კვირის განმავლობაში არ გამოიყენებს საუბარში არც ერთ ჟარგონს, ან ბარბარიზმს,მისი სახელი, მწვანე ბარათზე დაწერილი ჩაეშვება ყუთში. ყოველი კვირის ბოლოს ერთად ვნახავთ შედეგებს.
განსახორციელებელი ღონისძიება 5.4
სკოლაში დავამკვიდრებთ ტრადიციას-   ქართული ენის დამცველთა კუთხე, გამოვაკრავთ  ,,კვირის გამარჯვებული“  მოსწავლის ფოტოს თავისი ანალიზური, არგუმენტირებული ჩანაწერით-მშობლიური ენის საგუშაგოზე. ეს ჯანსაღ კონკურენციას შეუწყობს ხელს და მოდელირებით მასობრივი ჩართულობა მოხდება.
განსახორციელებელი ღონისძიება 5.5
გადავიღებთ ვიდეო რგოლს და ავტვირთავთ ვიდეოპორტალზე.
ამოცანა 6.
განსახორციელებელი ღონისძიება 6.1
მოვიწვევთ სხვა კლასის მოსწავლეებს, დავასწრებთ კლუბის შეკრებაზე. გავაცნობთ ჩვენს მიზნებსა და ამოცანებს,განსახორციელებელ ღონისძიებებს. ვთხოვთ  ჩვენი საქმიანობის მხარდაჭერას და თანამშრომლობას. სასურველია თუკი პროექტი გაიშლება სკოლის ყველა საფეხურზე.
განსახორციელებელი ღონისძიება 6.2.
სოციალური ქსელში გავავრცელებთ მოწოდებას-,,შემოგვიერთდით ქართული ენის სიწმინდისათვის ბრძოლაში“. მთელი ქვეყნის მასშტაბით  ვთხოვთ სკოლებს ჩაერთონ პროექტში,რათა ერთად დავგეგმოთ მომდევნო აქტივობები და განსახორციელებელი ღონისძიებები. ერთად მოვაწყოთ აქციები და ა.შ.
განსახორციელებელი ღონისძიება 6.3.
ვესტუმრებით რომელიმე დამეგობრებულ სკოლას,( სასურველია დასავლეთ საქართველოში) სადაც მოეწყობა ერთობლივი აქცია-ღონისძიება.
ამოცანა 7
განსახორციელებელი ღონისძიება 7.1
თვეში ერთხელ გამოვუშვებთ კლუბის კედლის გაზეთს, რომელიც ასახავს განხორციელებულ ამოცანებსა და ჩატარებულ ღონისძიებებს.
განსახორციელებელი ღონისძიება 7.2
სკოლაში მოეწყობა სტენდი, სადაც გამოიფინება ჩვენი საქმიანობის ამსახველი ფოტოები.  სხავადასვა აქტივობის ამსახველი ვიდეოებისგან გავაკეთებთ ვიდეოკოლაჟს.
განსახორციელებელი ღონისძიება 7.3
ბლოგერზე შეიქმნება პროექტის ბლოგი,ხოლო ფეისბუქზე გვერდი,რომლებიც ასახავს მის მიმდინარეობასა და შედეგებს.
პროექტის ბოლოს მისაღწევი შედეგები :
მოსწავლეები გააცნობიერებენ პრობლემას,რომელსაც ბარბარიზმები და ჟარგონები უქმნიან ქართულ ენას, გაიაზრებენ თვითოეული ჩვენგანის როლს ენის დაცვის საქმეში.  შეეჩვევიან (შეეცდებიან)  გამართული, სუფთა ქართულით მეტყველებას. გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს, გააბამენ საქმიან ურთიერთობებს სხვა სკოლებთან. შეეჩვევიან გუნდურ მუშაობასა და საკუთარი საქმიანობის  სხვებისთვის გაზიარებას. განუვითარდებათ საკომუნიკაციო, საპრეზენტაციო და კვლევითი უნარები. დაამზადებენ ლექსიკონებს, კედლის გაზეთებს, ფლაერებსა და პლაკატებს.
ხელისშემშლელი ფაქტორები და შესაძლო რისკები: რესპოდენტმა უარი თქვას ინტერვიუზე; შემთხვევები გასვლითი აქტივობის დროს.

პროექტის შუალედური და საბოლოო შეფასება: მოხდება ჩემ მიერ წინასწარ შედგენილი სქემებისა და დაკვირვების ცხრილის  მიხედვით.  აგრეთვე, მოსწავლეები შეავსებენ შეფასებისა და თვითშეფასების კითხვარებს. 
შუალედური მონიტორინგი და შეფასება : 12 ივნისი
პირველი ეტაპის პრეზენტაცია: ახალი სასწავლო წლის დაწყებისას.
საბოლოო შეფასება: პროექტის დასასრულს. 








Комментариев нет:

Отправить комментарий