31.03
მოსწავლეები დაიყვნენ ჯგუფებად. იწყებენ კვლევას, ჩაწერენ ინტერვიუებს, დააკვირდებიან საუბრებს, ქუჩის განცხადებებს და აბრებს. უფროსი ასაკის მოსწავლეები დააკვირდეიან სოც, ქსელებში დამკვიდრებულ მიმართვებს, ჟარგონებს. გაინაწილეს დავლებები და ვადაც თვითონ განსაზღვრეს- 2 კვირა, ანუ 14.04-მდე. იმედია, ყველაფერს გაუმკლავდებიან :)
2.04
მოსწავლეებმა კვირეულის ფარგლებში შესწავლილი ლექსები წარმოადგინეს. ზოგმა ზეპირად გვითხრა, ზოგმა წაიკითხა. ყველა ცდილობდა ლამაზად, მკაფიოდ, მხატვრულად გადმოეცა. გასუსულები უსმენდნენ ერთმანეთს. წაიკითხეს ვაჟა-ფშაველას ,,ხმელი წიფელი“ და ,,მთის წყარო“. ისაუბრეს ბუნების დაცვასა და მის სიყვარულზე. ჩვენი კლუბის წევრმა , მე-5 კლ.მოსწავლემ გ.ბიბილურმა წარმოგვიდგინა აკ.წერეთლის მოკლე ბიოგრაფიული ცნობები. მე-4 კლასელებმა, ლ.ბიბილაშვილმა და გ. საბაშვილმა კი ი.ჭავჭავაძის და ვაჟა-ფშაველასი. საკმაოდ ნაყოფიერი იყო დღეს ჩვენი საქმიანობა კლუბში. ბავშვებს შინ წასვლა აღარ უნდოდათ. ბოლოს მოვასმენინე აკ.წერეთლის ლექსზე შექმნილი სიმღერა ,,ციცინათელა” და ილია ჭავჭავაძის ,,ჩემო კარგო ქვეყანავ“. დავგეგმეთ შემდეგი კვირეულიც: გ. ტაბიძე, ანა კალანდაძე
4.04
დავიწყეთ მზადება აქციისთვის, რომელიც გვინდა გავმართოთ დედაენის დღეს- 14 აპრილს. ჩვენი ხელით ვამზადებთ პლაკატებსა და ფლაერებს, რომლებშიც ბავშვები წერენ
ყველაზე მეტად გავრცელებული ბარბარიზმების ლექსიკონებს. გადაწყვიტეს, პირველ გვერდზე, ,,დედაენის“ მსგავსად, დახატონ ია და მზე...ფლაერებს ვამზადებთ ბევრ ეგზემპლიარად, ამიტომ გადამრავლებაში დახმარება ვთხოვეთ მშობლებსაც, რაშიც სიამოვნებით დაგვთანხმდნენ.
9.04
დღეს კლუბში ლექსიკური ერთეულების, დღე გვქონდა. მოსწავლეებს ვესაუბრე სინონიმების შესახებ...მოვაწყეთ მინი კონკურსი-ვინ მეტ მეტ სინონიმურ წყვილს დაასახელებდა. ბავშვებს უკვირდათ: ,,მას, რამდენი მსგავსი მნიშვნელობის სიტყვები გვქონიაო“. წინასწარ მქონდა დაწერილი წინადადებები, რომლებიც დავურიგე მოსწავლეებს და ვთხოვე ხაზგასმული სიტყვები მსგავსი მნიშვნელობის სიტყვებით (სინონიმებით ) შეეცვალათ. ხალისით შეასრულეს მიცემული დავალება.
ამის შემდეგ წაიკითხეს კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი პოეტების (გ.ტაბიძისა და ა. კალანდაძის) ლექსები. გავაანალიზეთ ლექსების შინაარსი, ავხსენით უცხო სიტყვების მნიშვნელობა, მივეცი დავალება- ამ ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინონ წინადადებები.
ბავშვებმა მოიფიქრეს, რომ მთელი პროექტის მანძილზე რა ლაქსსაც ისწავლიან, თაბახის ფურცელზე დაწერილი, ლამაზად, ფერადად გაფორმებული გააკრან ოთახის ერთ კედელზე. გავაკეთოთ ,,ლექსების ტყეო“. ,,--სანამ პროექტს დავასრულებთ, ჩვენი ,,ლექსების ტყე“ დაბურული და გაუვალი გახდებაო.“ მიხარია,რადგან ზოგადად, ლექსების ზეპირად სწავლა ხშირად ეზარებათ-ხოლმე, ახლა კი ხალისით სწავლობენ. ბოლოს მოვასმენინე აღნ.პოეტების ავტორობით შექმნილი სიმღერები ,,გამარჯობა აფხაზეთო შენი“ და ,,საქართველოო ლამაზო“.
11.04
ჩვენი ფერადი ყუთი გადმოვაპირქვავეთ და შედეგები დავითვალეთ. ბავშვები ცოტა შეცბუნდნენ, რადგან არც ერთი მათგანი არ აღმოჩნდა ისეთი, ვისი სახელიც არ იყო ჩავარდნილი ,,საჯარიმო ყუთში". ანუ საუბარში ყველა ინტენსიურად იყენებს ბარბარიზმებსა და ჟარგონებს...მე დავამშვიდე და ავუხსენი, რომ თუ მოინდომებენ და შეეცდებიან სუფთა ქართულით ლაპარაკს, აუცილებლად გამოუვათ...პირობა დადეს-მეორე ჯერზე, რაც შეიძლება ცოტა ფურცელი ჩავარდება ყუთში, ბოლოს კი-აღარც ერთიო...:) ფაქტი სახეზეა- ვხედავ,როგორ ცდილობენ გააკონტროლონ საკუთარი და ერთმანეთის მეტყველება. თუ წამოსცდებათ, მაშინვე შეასწორებენ-ხოლმე და ერთმანეთსაც რბილად და უმტკივნეულოდ მიუთითებენ...
14.04
დღეს ,,დედაენის" დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი აქცია მოვაწყეთ...ჯერ მოვასმენინე ირ. აბაშიძის ლექსი ,,ო, ენავ ჩემო",ავტორისეული შესრულებით. შემდეგ -ამავე ლექსზე შექმნილი სიმღერა ( ირმა სოხაძის ნამღერი), რომელიც ძლიერ მოეწონათ, მთხოვეს, კიდევ ერთხელ მოვისმინოთო...ეს ყველაფერი მაქვს-ხოლმე მობილურ ტელეფონში, რადგან ჩვენს სკოლაში ელ.ენერგიაც კი არ არის ( სხვა რესურსებზე რომ არაფერი ვთქვა ), რომ მაგნიტოფონით მოვისმინოთ...ხანდახან ფლეშკით მიმაქვს მასალები და ნათხოვარი ბუკით ვსარგებლობ.
შემდეგ გავედით სკოლიდან. ჩვენ მიერ დამზადებული პლაკატებითა და ფლაერებით მოსწავლეებმა მოაწყეს ერთობლივი აქცია-მსვლელობა. ხალხი სიყვარულით, ღიმილითა და აღფრთოვანებით გვადევნებდა თვალს. ბავშვებმა ფლაერები მთელ სოფელში გაავრცელეს, თან ყველას მოუწოდებდნენ -ქართულად ვისაუბროთო...
მე ამაყი ვარ...ჩემს პატარებს უფროდაუფრო უძლიერდებათ მშობლიური ენის სიყვარული და მისი დაცვის პასუხისმგებლობა...
15.04
დღეს ჯგუფებმა კვლევის შედეგები მოიტანეს. ძალიან საინტერესო ,სახალისო ინტერვიუები ჩაუწერიათ...რამოდენიმე ნივთით ხელში მიდიოდნენ რესპოდენტთან და სთხოვდნენ დაესახელებინათ ეს ნივთები (მაგ.:სათვალე, სარეცხის სამაგრი, ასანთი, ყურასმენები, სუნამო და ა.შ.).
ინტერვიუების ვიდეოჩანაწერები იხილეთ აქ
ერთმა ჯგუფმა მოიტანა ქუჩაში გადაღებული ფოტოები,რომლებიც ასახავს სარეკლამო განცხადებებსა და აბრებში გამოყენებულ ბარბარიზმებს.
შედარებით მაღალი კლასის მოსწავლეებმა იკვლიეს სოციალურ ქსელებში გავრცელებული ბარბარიზმები და ჟარგონები (პრივეტ, ბრატ, ჰაი, პაკა, ბაი და ა.შ.)
განვიხილეთ კვლევის შედეგები,
გავაანალიზეთ, ჩამოვწერეთ, მოვუწერეთ ქართული შესატყვისები. შემდეგ ეს დავწერეთ დიდი ფორმატზეც, სათაურით ,,არა ბარბარიზმებს" და გამოვაკარით სკოლის დერეფანში.
18. 04
დღეს კლუბში კვლავ ლექსიკური ერთეულების დღე გვქონდა....ამჯერად ანტონიმებზე ვისაუბრეთ... მე დაფაზე ჩამოვწერე სიტყვები, ბავშვები ცდილობდნენ თითოეული მათგანისთვის საწინააღმდეგო მნიშვნელობის სიტყვა მოეძებნათ, თან ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ მეტ ანტონიმურ წყვილს დაასახელებდა...სახალისო შეჯიბრება გამოგვივიდა....
შემდეგ მოსწავლეებმა წარმოგვიდგინეს კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი მწერლების-ნ. დუმბაძისა და ლ.ასათიანის ლექსები...
მე კი წავუკითხე ნ.დუმბაძის ,,HELLADOS".ძალიან მოეწინათ, დიდხანს ვსაუბრობდით ნაწარმოების შინაარსზე, მის პერსონაჟებზე და სამწუხარო დასასრულზე. მივეცი დავალება: შეცვალონ და საკუთარი ინტერპრეტაციით დაწერონ მოთხრობის ფინალი.
22. 04
ესეც ჩვენი პროექტის დროს შესწავლილი ლექსები, თუმცა ეს მხოლოდ მცირე ნაწილია. ბავშვები დიდი მონდომებით ეზიარებიან ქართული კლასიკური პოეზიის საგანძურს და ხალისით ეუფლებიან მხატვრული კითხვის ტექნიკას.
25. 04
გამოვუშვით კედლის გაზეთი ,,ენა დედაა ერისა", რომელშიც აღწერილია ჩვენი პროექტის მიმდინარეობა. აგრეთვე, საუბარია დიდი ქართველი მოღვაწეების ილიას, აკაკისა და იაკობის დამსახურებაზე ჩვენი ენის დაცვის საქმეში. რუბრიკა ,,ერთად დავიცვათ ქართული ენის სიწმინდე" კი გადმოგვცემს ზოგიერთი ბარბარიზმის ქართულ შესატყვისებს. მოსწავლეებს ძალიან უყვართ გაზეთზე მუშაობის პროცესი. დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით ამზადებენ მას.

Комментариев нет:
Отправить комментарий