პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
დაკვირვების საგანი
|
კომენტარები
|
იყვნენ, თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია
|
საკმაოდ მოტივირებულნი იყვნენ, რადგან პირველად მუშაობდნენ პროექტზე და აინტერესებდათ ყველაფერი: მიმდინარეობა, მუშაობოს პროცესი, შედეგი და ა.შ. გამოვკვეთე ისეთი პრობლემა, რომელიც ყველამ ნათლად დაინახა და გააცნობიერა. მიხვდნენ, თუ როგორი მნიშვნელოვანია ამ პრობლემასთან განმკლავება.
|
შედგა, თუ არა თანამშრომლობა ჯგუფში
|
თანამშრომლობა შედგა
|
აგრძელებდნენ, თუ არა მოსწავლეები მუშაობას გაკვეთილების შემდეგაც
|
ვინაიდან მოტივაცია და დაინტერესება საკმაოდ მაღალი იყო, მუშაობას აგრძელებდნენ დასვენებაზეც, გაკვეთილების შემდეგაც ...
|
იყვნენ, თუ არა ჯგუფში პასიური მოსწავლეები და რამ განაპირობა ეს პასიურობა
|
პასიური მოსწავლეები არ იყვნენ, ყველა ჩართული იყო საქმიანობაში და ცდილობდა შეძლებისდაგვარად დახმარებოდა ჯგუფს.
|
იმოქმედა, თუ არა პროექტის განხორციელების პროცესმა მათ მოსწრებაზე
|
იმოქმედა დადებითად. ბავშვები ცდილობდნენ საგნებში უკეთესი შედეგის ჩვენებას, რათა შემდგომში აქტიური მონაწილეობა მიეღოთ პროექტის განხორციელებაში, მიეღოთ ახალი დავალება, ჩართულიყვნენ ახალ აქტივობაში, ჯგუფთან ერთად წასულიყვნენ ახალი დავალების შესასრულებლად და ა.შ.
|
პროექტის შეფასების კითხვარი
(შეავსეს მოსწავლეებმა)
ჩემო ძვირფასებო ,
იმისათვის , რომ გავაუმჯობესოთ პროექტზე მუშაობა მომავალში , მინდა გავარკვიო ,
როგორ შეაფასებდით თქვენ მას . ამისათვის გთხოვთ, შეავსოთ კითხვარი :
1. როგორ ფიქრობ , ამ პროექტზე მუშაობისას შენ რაიმე ახალი ისწავლე ?
ა ) მე ძალიან ბევრი ახალი ვისწავლე ;
ბ ) ნაკლებად ვისწავლე ახალი ;
გ ) არაფერი მისწავლია ახალი .
2 . ამ პროექტზე მუშაობით შენს ჯგუფის წევრებთან ურთიერთობა როგორ შეიცვალა :
ა ) გახდა ბევრად უკეთესი ;
ბ ) დარჩა ისეთივე , როგორიც იყო ;
გ ) ურთიერთობა გაუარესდა .
3. ,, მასწავლებელმა მიჩვენა გზა , როგორ უნდა მემუშავა პროექტზე "
ა ) სრულიად ვეთანხმები ;
ბ ) ნაწილობრივ ვეთანხმები ;
გ ) არ ვეთანხმები .
4. ,, როდესაც რაიმე მიჭირდა , მასწავლებელი ყოველთვის მზად იყო დასახმარებლად "
ა ) სრულიად ვეთანხმები ;
ბ ) ნაწილობრივ ვეთანხმები ;
გ ) არ ვეთანხმები
5 . ჩვენი პროექტის შედეგებით კმაყოფილი ვარ
ა ) ძალიან კმაყოფილი ვარ;
ბ ) მეტ - მაკლებად.
გ ) არ ვარ კმაყოფილი.
6 . განსაკუთრებით რა მოგეწონა, ან არ მოგეწონა პროექტში ?
მომეწონა ---
არ მომეწონა ---
გმადლობთ .
---------------------------------
მოსწავლეებს დავურიგე ჩემ მიერ შედგემნილი მცირე ტექსტები, სადაც უხვად იყო ბარბარიზმები და ვთხოვე ჩაესწორებინათ წითელი კალმებით. ბავშვებს ძალზე მოეწონათ დავალება და ხალისით შეასრულეს. მე კი შევამოწმე, რამდენად კარგად აითვისეს ბარბარიზმების ქართული შესატყვისები და მათი სწორად გამოყენება.
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(შეავსეს მოსწავლეებმა)
იმისათვის , რომ გავაუმჯობესოთ პროექტზე მუშაობა მომავალში , მინდა გავარკვიო ,
როგორ შეაფასებდით თქვენ მას . ამისათვის გთხოვთ, შეავსოთ კითხვარი :
ა ) მე ძალიან ბევრი ახალი ვისწავლე ;
ბ ) ნაკლებად ვისწავლე ახალი ;
გ ) არაფერი მისწავლია ახალი .
2 . ამ პროექტზე მუშაობით შენს ჯგუფის წევრებთან ურთიერთობა როგორ შეიცვალა :
ა ) გახდა ბევრად უკეთესი ;
ბ ) დარჩა ისეთივე , როგორიც იყო ;
გ ) ურთიერთობა გაუარესდა .
3. ,, მასწავლებელმა მიჩვენა გზა , როგორ უნდა მემუშავა პროექტზე "
ა ) სრულიად ვეთანხმები ;
ბ ) ნაწილობრივ ვეთანხმები ;
გ ) არ ვეთანხმები .
4. ,, როდესაც რაიმე მიჭირდა , მასწავლებელი ყოველთვის მზად იყო დასახმარებლად "
ა ) სრულიად ვეთანხმები ;
ბ ) ნაწილობრივ ვეთანხმები ;
გ ) არ ვეთანხმები
5 . ჩვენი პროექტის შედეგებით კმაყოფილი ვარ
ა ) ძალიან კმაყოფილი ვარ;
ბ ) მეტ - მაკლებად.
გ ) არ ვარ კმაყოფილი.
6 . განსაკუთრებით რა მოგეწონა, ან არ მოგეწონა პროექტში ?
მომეწონა ---
არ მომეწონა ---
---------------------------------
მოსწავლეებს დავურიგე ჩემ მიერ შედგემნილი მცირე ტექსტები, სადაც უხვად იყო ბარბარიზმები და ვთხოვე ჩაესწორებინათ წითელი კალმებით. ბავშვებს ძალზე მოეწონათ დავალება და ხალისით შეასრულეს. მე კი შევამოწმე, რამდენად კარგად აითვისეს ბარბარიზმების ქართული შესატყვისები და მათი სწორად გამოყენება.
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
პროექტის შეფასება
კრიტერიუმი
|
1
(არადამაკმაყოფილებელი)
|
2
(დამაკმაყოფილებელი)
|
3
(კარგი)
|
პრობლემის აქტუალობა
|
პრობლემა არ არის აქტუალური, არ არის გათვალისწინებული ესგ-ს მოთხოვნები და მოსწავლეთა საჭიროებები
|
პრობლემა ნაკლებად აქტუალურია, ან აქტუალურია და არ არის კარგად არგუმენტირებული
|
შერჩეული პრობლემა აქტუალურია, დასაბუთებულია არგუმენტირებულად;
შეესაბამება ესგ-ს მოთხოვნებს და მოსწავლეთა საჭიროებებს.
|
მიზანი
|
მიზანი არის ბუნდოვანი და არარეალისტური, არ არის გაზომვადი, რთული შესაფასებელია.
|
მიზანი დროში ძნელად მისაღწევია / ან აკლია კონკრეტულობა
|
მიზანი არის ფორმულირებული ნათლად და მკაფიოდ. იგი არის რეალისტური და გაზომვადი.
|
ამოცანები და განხორციელების გზები
|
პროექტის გეგმით დასახული ამოცანები და განხორციელების გზები ვერ უზრუნველყოფს მიზნის მიღწევას, რაც დასტურდება პროექტის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტაციით. ან პროექტის გეგმით დასახული ამოცანები და განხ.გზები უზრუნველყოფს მიზნის მიღწევას, მაგრამ არ ახლავს პროექტის განხორციელების დამადასტურებელი ინფორმაცია.
|
პროექტის გეგმით დასახული ამოცანები და განხორციელების გზები უზრუნველყოფს მიზნის მიღწევას, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ აისახება პროექტის განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტაციაში ან დროში არარაციონალურად არის გათვლილი.
|
პროექტის გეგმაში ასახული ამოცანები და განხორციელების გზები ზუსტად არის გათვლილი და სრულად უზრუნველყოფს მიზნის მიღწევას, რაც ასახულია პროექტის განხორციელების დამადასტურებელ დიკუმენტაციაში.
|
მოსწავლეთა ჩართულობა
|
გეგმით გათვალისწინებულია მოსწავლეთა ჩართულობა, მაგრამ წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება.
|
წარმოდგენილი მასალები ადასტურებს მოსწავლეთა ჩართულობას მხოლოდ პროექტის განხორციელების ეტაპზე.
|
წარმოდგენილი მასალები ადასტურებს მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას პროექტის ინიცირებაში, დაგეგმვაში, განხორციელებასა და შეფასებაში.
|
შედეგი
|
გეგმით განსაზღვრულია მოსალოდნელი შედეგები, თუმცა შედეგების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ ახლავს. ან პროექტით ვერ მიიღწევა წინასწარ დაგეგმილი შედგი.
|
შედგები თვალსაჩინოდ და დამაჯერებლად არის ჩამოყალიბებული; პროექტის განხორციელებით მიღებული შედეგები სრულად ვერ ფარავს დასახულ მიზნებს და / ან შედგების დამადასურებელი დოკუმენტაცია არასრულყოფილია.
|
გეგმით განსაზღვრული შედეგები თვალსაჩინოდ და დამაჯერებლად არის ჩამოყალიბებული; პროექტის განხორციელებით მიღებული შედეგები შესაბამისობაშია მიზანთან, რაც დასტურდება წარმოდგენილი დოკუმენტაციით. მიღებული შედეგები უზრუნველყოფს პროექტის მდგრადობას და მოსალოდნელ განვითარებას.
|
პროექტის მონიტორინგი და შეფასება
|
პროექტის მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმები არ ჩანს არც გეგმაში არც პროექტის განხორციელების შესახებ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში.
|
გეგმაში სრულად არ არის წარმოდგენილი მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმები, რაც ვერ იძლევა პროექტის განხორციელებისა და მიღებული შედეგების ობიექტურად შეფასების საშ-ბას.
|
გეგმაში მკაფიოდ არის წარმოდგენილი მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს პროექტის წარმატებით განხორციელებისა და ობიექტურად შეფასებას. მონიტორინგისა და შეფასების მასალები ადასტურებს პროექტის წარმატებით განხორციელებას.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий