პროექტის დღიური (პირველი ნაწილი)

10.03
           ბავშვებს ვესაუბრე ქართული ენის სიწმინდის მნიშვნელობაზე. გამოვკვეთე პრობლემა,რომელიც მათ მეტყველებაშია,კერძოდ,ხშირად ხმარობენ უცხო ენიდან,განსაკუთრებით რუსულიდან, შემოსულ ბარბარიზმებს.ავუხსენი,თუ რა საფრთხეს წარმოადგენს ეს ჩვენი ენისთვის.ვაჩვენე ჩემ მიერ სპეციალურად შექმნილი სლაიდშოუ,სადაც ზოგიერთი ბარბარიზმის ქათული შესატყვისებია ფოტოებითურთ. ბავშვებს ძალიან მოეწონათ სლაიდშოუ. მოეწყო დისკუსია,ვისაუბრეთ იმაზე,თუ რა შეიძლება გავაკეთოთ ამ პრობლემასთან საბრძოლველად.
        შევთავაზე,განვახორციელოთ პროექტი,რომელიც მიმართული იქნება ქართული ენის სიყვარულის გაღრმავების,მისი სიწმინდის მნიშვნელობის გათვითცნობიერებისაკენ,სკოლაში ბარბარიზმებსა და ჟარგონებთან ბრძოლის ხელისშემწყობი სტრატეგიების დამკვიდრებისკენ.პროექტის სათაური თავად მოიფიქრეს,აქტივობებიც შემომთავაზეს,ზოგიც მე შევთავაზე და გავწყვიტეთ, შევუდგეთ მუშაობას.


სლაიდშოუ,რომელის მოსწავლეებს ვაჩვენე
















13.03

     მოსწავლეებს პროექტის გეგმა გავაცანი,მოეწონათ, გაიხარეს, როცა მათ მიერ მოფიქრებული აქტივობები ნახეს განსახორციელებელი ღონისძიებების ჩამონათვალში. მოვიფიქრეთ,რომ მოვიწვიოთ მშობლები და ჩვენი გეგმა მათაც გავაცნოთ,თან ვთხოვოთ,თავადაც ჩაერთონ პროექტში,ვინაიდან მათი დახმარება დაგვჭირდება.
      ბავშვებს მივეციდავალება ,მოიძიონ ცნობები ქართული ენის შესახებ,კერძოდ,რა ადგილი უკავია მას მსოფლიოს უძველეს ენათა შორის.




15.03
       დღეს მშობლები გვეწვივნენ.წარვუდგინე ჩემი შექმნილი სლაიდშოუ,რომელიც სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობას ეხება.ავუხსენი  სასწავლო პროექტის მნიშვნელობა მოსწავლეთათვის.გავაცანი პროექტის გეგმა და ხაზი გავუსვი იმ
პუნქტებს,რაშიც მშობლების დახმარება დაგვჭირდება. მათ ძლიერ მოეწონათ ჩვენი პროექტის იდეა, ერთხმად აღნიშნეს მისი განხორციელების საჭიროება და დახმარებაც აღგვითქვეს.





17.03

      ფორმატზე დავხატე ,,მოლოდინების ხე",რომელზეც ბავშვებმა მიაკრეს ფერად წებოვან ფურცლებზე დაწერილი მათი მოლოდინები,რომლებიც აქვთ პროექტის მიმართ მის დასაწყისში.
       გადაწყვეტილი გვაქვს დავაარსოთ კლუბი,რომელიც პროექტის განხორციელებაში მთავარი რგოლი იქნება, რომელშიც სურვილისამებრ გაწევრიანდებიან სამივე საფეხურის მოსწსვლეები. მე და ბავშვებმა მოვიფიქრეთ კლუბის სახელიც: ,,ქართული ენის მოყვარულთა და ნორჩ დამცველთა კლუბი".







19.03
       დღეს პროექტის ფარგლებში დავაარსეთ ,,ქართული ენის მოყვარულთა და ნორჩ დამცველთა კლუბი". ბავშვებმა ფორმატზე დაწერეს კლუბის სახელწოდება და გააკრეს კედელზე. შეარჩიეს დევიზი- ,,რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს.". კლუბის მიზანი ჩვენი მშობლიური ენის სიწმინდისთვის ზრუნვაა. მისი საქმიანობა  მიმართული იქნება ასევე ქართული ენის სიყვარულის გაღრმავებისკენ, ქართველი მწერლების შემოქმედების უკეთ გაცნობისა და ლექსიკური მარაგის გამდიდრებისკენ. ერთად დავსახეთ მიზნები, გავწერეთ დროში ამოცანები, ვიმსჯელეთ განსახორციელებელ ღონისძიებებზე. შევიმუშავეთ კლუბის კონცეფცია,აგრეთვე კლუბში მუშაობის წესები,ისიც გამოაკრეს თვალსაჩინო ადგილას....
                     მიუხედავად იმისა,რომ დღეს  კლუბის პირველი დღე იყო, უამრავი მოსწავლე შემოგვიერთდა უფროსი კლასებიდან. მათ სურვილი გამოთქვეს,ჩაერთონ კლუბის საქმიანობაში და პატარებსაც დაეხმარონ ჩვენი პროექტის განხორციელებაში...
         მიხარია...ნამდვილად არ მეგონა,თუ ასე მალე ამდენ მოსწავლეს ავიყოლიებდით...ჯერ ხომ თითქმის არც დაგვიწყია პროექტი, თუმცა ბავშვების მეტყველებაში პროგრესი შეიმჩნევა. როგორ ცდილობენ,რომ  ,,აკრძალული სიტყვები“ არ იხმარონ. მშობლებმა-სახლშიც გვაკონტროლებებნო. სულ პროექტზე საუბრობენ და სიტყვებს გვისწორებენო... აუცილებლად მივაღწევთ შედეგს...სოფლის პატარა სკოლაში,პატარა ქართველების მიერ განხორციელებული პროექტი ენის სიწმინდის დაცვაში თავის სიტყვას იტყვის..
                 ჩვენ ამის გვჯერა...





























20.03.
               დღეს ბავშვებმა წარმოადგინეს პირველი დავალების შედეგები, ანუ მოძიებული ინფორმაცია ჩვენი ენის სიძველისა და მისი ადგილის შესახებ მსოფლიოს უძველეს ენათა შორის..უახლოეს დღეებში ამ მასალაზე დაყრდნობით გამოვუშვებთ კედლის გაზეთს..

23.03 
           კიდევ ერთხელ და უფრო მკაფიოდ ვისაუბრეთ ბარბარიზმებისა და ჟარგონების რაობაზე. ბავშვებს მივაწოდე ინფორმაცია იმის შესახებ,თუ რა იყო წინაპირობა,რამ გამოიწვია ჩვენი მშობლიური ენის ასე ძლიერ დაბინძურება ,განსაკუთრებით რუსული ენიდან შემოსული ბარბარიზმებითა და ჟარგონებით. წავუკითხე  ნ.გომელაურის ლექსი ,,ენა, მამული...“

შემდგომ პროვოცირებისთვის გამოვიყენე


           მოსწავლეებმა პირობა დადეს, რომ ყველანაირად ეცდებიან გააკონტროლონ საკუთარი მეტყველება, არ იხმარონ საუბარში ჟარგონები და ბარბარიზმები, აგრეთვე ეცადონ ,რომ დაამკვიდრონ სკოლაში ამასთან ბრძოლის სტრატეგიები.

25.03

              გამოვაცხადეთ კვირეული, რომლის ფარგლაბშიც მოსწავლეებს დაევალათ წაიკითხონ სამი შეთავაზებული მწერლიდან ერთ-ერთის (სურვილისამებრ) მოთხრობა და ისწავლონ ერთი ლექსი. კვირის ბოლოს წარმოგვიდგენენ წაკითხული მოთხრობის შინაარსს, რომელზეც ვიმსჯელებთ და გავაანალიზებთ. ლექსებს კი წაიკითხავენ ზეპირად,მხატვრულად,შესაბამისი ინტონაციის დაცვით...შევთავაზე სამი მწერალი: ი.ჭავჭავაძე, აკ.წერეთელი და ვაჟა-ფშაველა.


28.03
             ბავშვებმა გააკეთეს ლამაზი, ფერადი ყუთი, რომელიც დაიდგმება კლასში. გადაწყვიტეს, მასში ჩაყარონ ფერად ფურცლებზე დაწერილი  მათი სახელები, ვინც საუბარშიგამოიყენებს ,,აკრძალულ სიტყვებს“. შედეგები დაითვლება პერიოდულად. ვისი სახელიც ყველაზე იშვიათად ,ან საერთოდ არ მოხვდება ყუთში, მათი ფოტოები გამოიფინება დერეფანში სტენდზე.

              დაამზადეს, აგრეთვე, პლაკატები, რომლებზეც დაწერეს ფრაზები ქართული ენის შესახებ. გააკრეს სკოლის დერეფანსა და საკლასო ოთახებში. 









             













                  კლუბის საშუალო საფეხურის წევრებმა დაამზადეს ფლაერები მოწოდებებით-,,შემოგვიერთდით ქართული ენის სიწმინდისთვის ბრძოლაში“.გაავრცელეს მთელ სკოლაში.



















             

  




















  მე-3 და მე-4 კლ.მოსწავლეებმა კი სკოლის ეზოში ,კედელზე ფერადი ცარცებით გააკეთეს წარწერები: ,,ვისაუბროთ ქართულად“,  ,,რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“.


















          











  














Комментариев нет:

Отправить комментарий