სკოლაში დავამკვიდრეთ ტრადიცია - ქართული ენის დამცველთა კუთხე , ვაკრავთ აქტიური მოსწავლის ფოტოს თავისი ანალიზური , არგუმენტირებული ჩანაწერით -,, მშობლიური ენის საგუშაგოზე “. ეს ჯანსაღ კონკურენციას უწყობს ხელს და მოდელირებით მასობრივი ჩართულობა ხდება .
ერთერთი ყველაზე საინტერესო აქტივობა -- ჩვენი ვიზიტი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში . მისი რექტორის , ბ – ნ გიორგი სოსიაშვილისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ანა იმნაძის
დახმარებით , მოვაწყე მოსწავლეთა შეხვედრა ქართული ენისა და ლიტრ – ის კათედრაზე კომპეტენტურ პირებთან . მინდოდა ჩემს პატარებს ენახათ, ენის დაცვითა და სიყვარულით ჩვეულებრივმა ადამიანებმა რას მიაღწიეს . ესაუბრათ მათთან, ვინც მთელი არსებით ემსახურება ახალგაზრდობის განათლებას და მათში ქართული ენის სიყვარულის განმტკიცებას. ბავშვებმა დიდი ენთუზიაზმით უამბეს მასპინძლებს ჩვენი პროექტის შესახებ . მოუყვნენ განხორციელებულ ღონისძიებებსა და სამომავლო გეგმებზე . დიდი ინტერესით მოისმინეს პროფესორ - მასწავლებლების მიერ წაკითხული ლექცია მშობლიური ენის დაცვის მნიშვნელობაზე . შემდეგ კი უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში პატარებმა გამართეს მცირე ღონისძიება , სადაც წარმოადგინეს ჩვენს კლუბში ჩატარებული ქართველ მწერალთა კვირეულების ფარგლებში შესწავლილი პოეზიის ნიმუშები .
შესაფასებლად მოსწავლეებს პერიოდულად ვურიგებ ბარბარიზმებით ,, დახუნძლულ “
ტექსტებს ( ჩემ შედგენილს ) და ვთხოვ წითელი კალმებით ჩაასწორონ .
შესაფასებლად მოსწავლეებს პერიოდულად ვურიგებ ბარბარიზმებით ,, დახუნძლულ “
ტექსტებს ( ჩემ შედგენილს ) და ვთხოვ წითელი კალმებით ჩაასწორონ .
Комментариев нет:
Отправить комментарий